აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კენჭისყრის დღის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
30 ოქტომბერი 2016

დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. დახურულია 348-ვე უბანი და დაწყებულია ხმის დათვლა. დახურვისას ხელვაჩაურის ოლქში 28-ე, 29-ე და 36-ე უბნებზე გაითიშა ელექტროენერგია, რამდენიმე წუთით, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა.

რაც შეეხება წინასწარ პირველად მონაცემებს - უსკო ოქმების ატვირთვას ვებ გვერდზე დაახლოებით 22:00 საათიდან დაიწყებს, მას შემდეგ რაც უბნები შეაჯამებენ შედეგებს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო.(20 საათის მონაცემებით).

30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა  114 202 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 308 576-ის  37% პროცენტია. რაც 15 პროცენტით ნაკლებია 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 52,97% იყო.

ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 50 847 ამომრჩეველი, 31.98 %

ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 20 117 ამომრჩეველი,   40.78 %

ხელვაჩაურის N72  მაჟორიტარული ოლქი- 18 320  ამომრჩეველი, 38 07%

ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი (ხულო,ქედა,შუახევი)- 24 918 ამომრჩეველი, 47.79%

პარმენ ჯალაღონიამ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა.  აჭარის მასშტაბით  უბნებზე დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი 15. დარღვევები ძირითადად ადგილზევე აღმოიფხვრა, იყო პროცედურული ხასიათის.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016