აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურის შესახებ
17 ოქტომბერი 2016

 ამომრჩევლისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსად, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც განსაზღვრა. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 30 ოქტომბერია.
 აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნების(პროპორციული) შემაჯამებელი ოქმის შედგენის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ უსკო გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლითაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება.
 არჩევნების მეორე ტური აჭარაში ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების 2 ბიულეტენს მიიღებს, ქედა, შუახევი, ხულოს გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში კი ერთს. აქ მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება.
 საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურის დანიშნვის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, შესაბამისად, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016