აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების შეჯამება დასრულდა.
09 ოქტომბერი 2016

8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების შეჯამება დასრულდა. უსკოს ვებგვერდზე ატვირთულია 347+1 შემაჯამებელი ოქმი. (+1 - ბათუმის 105-ე სპეც.უბანი, ატვირთულია 70-ე ოლქის მონაცემებში).
პირველადი წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ რომელმაც ხმების 44.91%მიიღო, ხოლო მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 29.63% - ით. 5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით, გადალახული აქვს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობისა“( 6.08% ) და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“( 5.71% ).
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. არსებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდოდ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, რადგან ვერცერთი სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.
დეტალურ მონაცემებსა და შემაჯამებელ ოქმებს შეგიძიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: www.usko.ge  results.sec.ge

 

 



 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016