აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პირველადი წინასწარი შედეგები 15 საათის მდგომარეობით
09 ოქტომბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისია 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პირველად წინასწარ შედეგებს რეალურ დროში, ვებგვერდზე აქვეყნებს.
15:00 საათის მდგომარეობით 348 უბნიდან დამუშავებულია 265 შემაჯამებელი ოქმი.
დათვლილი უბნების შესაბამისად, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზეა 44.79%-ით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ ხოლო მეორეზე 30% - ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“
5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით, გადალახული აქვს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობისა“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.“ შეგახსენებთ ეს არის პირველადი წინასწარი მონაცემები.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი მონაცემებით საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდოდ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, რადგან ვერცერთი სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.
შემაჯამებელ ოქმებსა და პირველად განახლებად მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ სპეციალურ ბმულზე.

http://results.sec.ge/index.php

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა

უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016