აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
03 ოქტომბერი 2016

დღეს, 3 ოქტომბერს, აჭარის ა.რ. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა.

18:00 საათის მონაცემებით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი, ასევე ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

უსკოში რეგისტრირებული ორგანიზაციები(ან ორგანიზაციები რომლებიც ცესკოში არიან რეგისტრირებული და უსკოში დამკვირვებლები წარადგინეს):

1."მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობა" - ორგანიზაცია და დამკვირვებლები;
2."რეგიონალური კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი" -ორგანიზაცია და დამკვირვებლები;
3."ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" - ორგანიზაცია და დამკვირვებლები;
4."სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დამკვირვებლები;
5."საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლები;
6."საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) დამკვირვებლები.

3 ოქტომბრის 18:00 საათამდე უსკოში დამკვირვებლების სია წარადგინეს, ცესკოში რეგისტრირებულმა შემდეგმა ორგანიზაციებმა:

„სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო საზოგადოება;“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“

აღნიშნული ორგანიზაციების დამკვირვებლები რეგისტრაციაში ხვალ გატარდებიან.

შესაბამისად, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოში რეგისტრირებული იქნება 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები.

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016