აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
28 სექტემბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევენებში მონაწილე სუბიექტებისთვის მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან კანდიდატურის მოხსნის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა.

საკუთარი განცხადების საფუძველზე, რეგისტრაცია გაუუქმდათ:  

(ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის  N72 (ხელვაჩაური)მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატ ზურაბ ფუტკარაძეს.

(ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის  N73 (ქედა,ხულო,შუახევი)მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ბლოკის „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“-ს მიერ წარდგენილ კანდიდატს თამაზ ხმალაძეს, თუმცა იგი აგრძელებს არჩევნებში  მონაწილეობას პროპორციული სიით.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადების საფუძველზე, პარტიული სიიდან ამოღებულია 2 კანდიდატი ბერიძე ჯემალ(სიითი ნომრით N2) (მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის 72-ე ოლქში) და  გაბაიძე  გიგლა(სიითი ნომრით N5).

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016