აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N43
26 სექტემბერი 2016

საკუთარი განცხადების საფუძველზე, N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“-ს მიერ წარდგენილ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს თამაზ ხმალაძეს.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, პარტიას/ბლოკს, 28 სექტემბრის ჩათვლით(ბოლო ვადა), უფლება აქვს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016