აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პარტიულ სიები და გენდერი
19 სექტემბერი 2016

წარმოგიდგენთ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში გენდერული საკითხის მიმოხილვას.

სუბიექტების უმრავლესობას სიის პირველ ათეულში წარმოდგენილი ჰყავს საშუალოდ 3  ქალი კანდიდატი. (მინიმალური - არცერთი, მაქსიმალური 4 ქალი კანდიდატი)

არიან ისეთი სუბიექტები რომლებსაც სიის შემადგენლობის თითქმის ნახევარი ქალი კანდიდატებისთვის აქვთ დათმობილი.  ესენია: „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“(15 ქალი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“(14 ქალი).

საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალში ბლოკი - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთადერთია, რომელსაც პირველ ათეულში ქალი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 15 საარჩევნო სუბიექტი. ჯამში მათ მიერ წარმოდგენილი დეპუტატობის კანდიდატების რაოდენობა შეადგენს 471-ს, აქედან 142 ქალია.

 

პარტიული სიების პირველ ათეულში ძირითადად რა პოზიციებზე გვხვდებიან ქალი კანდიდატები? შეგიძლიათ გაეცნოთ მიმოხილვას, ასევე ცხრილს. (საარჩევნო სუბიექტების რიგითობა მოცემულია პარტიული სიის რეგისტრაციის რიგის მიხედვით)

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 31 დეპუტატობის კანდიდატიდან პარტიულ სიაში 5 ქალია, აქედან პირველ ათეულში ქალი კანდიდატები მე-6 და მე-9 ადგილებზე არიან წარმოდგენილი.

მურმან დუმბაძე,მედევასაძე - ემსახურე საქართველოს“32 დეპუტატობის კანდიდატიდან 12 ქალია, აქედან პირველ ათეულში მოხვდა სამი ქალი კანდიდატი - მე-2, მე-6 და მე-10 ადგილზე.

უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ – 30-დან 9 ქალია, პირველ ათეულში მე-3,მე-6 და მე-9 ადგილებზე არიან წარმოდგენილი დეპუტატობის ქალი კანდიდატები.

მ.პ.. „დავით  თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის“ – 35 დეპუტატობის კანდიდატიდან 9 ქალია. პირველ ათეულში ქალი კანდიდატები მე-5, მე-7 და მე-8 ადგილებს იკავებენ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 30 დეპუტატობის კანდიდატიდან 14 ქალია. პარტიული სიის პირველ ათეულში ქალები რიგით მე-3,მე-6 და მე-8 ადგილებზე არიან.

მ.პ..გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“35-დან 10 ქალია, პირველ ათეულში მე-6 და მე-7 ადგილებზეა წარმოდგენილი დეპუტატობის ქალი კანდიდატები;

თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ - დეპუტატობის 31 კანდიდატიდან თითქმის ნახევარი, 15 ქალია. აქედან პირველ ათეულში ქალები არიან მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილებზე.

საარჩევნო ბლოკი - თოფაძე-მრეწველები,ჩვენი სამშობლო“30 კანდიდატიდან 10 ქალია, აქედან  2 პირველ ათეულში მე-4 და მე-8 ადგილებზე.

საარჩევნო ბლოკი - ჩვენები - სახლხო პარტია“ - დეპუტატობის 28 კანდიდატიდან საარჩევნო ბლოკს 6 ქალი ჰყავს. პირველ ათეულში ერთადერთი ქალი მე-9 ადგილზეა.

ეროვნული ფორუმი“ – 31 დეპუტატობის კანდიდატიდან11 ქალია, აქედან პირველ ათეულშიქალი კანდიდატები მე-3, მე-5 და მე-9 ადგილებზე არიან.

დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 34-დან11 ქალია. პირველ ათეულში დეპუტატობის კანდიდატებს შორის ქალები მე-8,მე-9 და მე-10 ადგილებს იკავებენ.

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ – 29-დან9 ქალია, პირველ ათეულში დეპუტატობის ქალი კანდიდატები წარმოდგენილი არიან მე-5, მე-6 და მე-10 ადგილებზე.

საარჩევნო ბლოკი - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - დეპუტატობის 30 კანდიდატიდან პროპორციულ სიაში საარჩევნო ბლოკს 4 ქალი ჰყავს, აქედან არცერთი პირველ ათეულში.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო – 30-დან 6 ქალია, პირველ ათეულში მე-8 და მე-10 ადგილებზე არიან წარმოდგენილი დეპუტატობის ქალი კანდიდატები;

საარჩევნო ბლოკი - „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“35 კანდიდატიდან 11 ქალია. პირველ ათეულში ქალი კანდიდატები წარმოდგენილი არიან მე-4, მე-6 და მე-9 ადგილებზე.

 

N

პარტიის სახელწოდება

კანდიდატთა რაოდენობა

მამაკაცი

ქალი

1

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“

31

26

5

2

„მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე - ემსახურე საქართველოს“

32

20

12

3

„უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“

30

21

9

4

„დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის“

35

26

9

5

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

30

16

14

6

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

35

25

10

7

„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“

31

16

15

8

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები,ჩვენი სამშობლო“

30

20

10

9

საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია“

28

22

6

10

„ეროვნული ფორუმი“

31

20

11

11

„დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

34

23

11

12

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“

29

20

9

13

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“

30

26

4

14

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

30

24

6

15

საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“

35

24

11

 

471

329

142

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016