აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს თავმჯდომარის 14 სექტემბრის განკარგულებები
14 სექტემბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 14 სექტემბრის N52, N53, N55,N56, N57, N58, N60 და N62 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო სუბიექტების „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის,“ „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია,“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის,“ საარჩევნო ბლოკების „თოფაძე-მრეწველები,ჩვენი სამშობლო“ და „ჩვენები - სახალხო პარტია,“ ასევე საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარტიული სიები.
14 სექტემბრის მონაცემებით უსკოში პარტიული სია რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტისთვის. დარჩენილია 4 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია, რომლებსაც (ხარვეზების სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში)კომისიის თავმჯდომარე განკარგულებით 18 სექტემბრამდე გაატარებს რეგისტრაციაში.
დღესვე, უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში რეგისტრაციაზე უარი ეთქვა რამდენიმე კანდიდატს. ესენია: 
(განკარგულება N54) სააარჩევნო სუბიექტის „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ 5 კანდიდატი;
(განკარგულება N59) სააარჩევნო ბლოკის „ჩვენები-სახალხო პარტია“ უმაღლესი საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი.
(განკარგულება N61) სააარჩევნო სუბიექტის „ეროვნული ფორუმი“ უმაღლესი საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი.
(განკარგულება N63) საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ 1 კანდიდატი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016