აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები
13 სექტემბერი 2016

დასრულდა მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატები შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინეს:
ბათუმის N68-ე, N69-ე, N70-ე, ასევე ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქებში 13-13 კანდიდატია რეგისტრირებული, ხულოს N73-ე მაჟორიტარულ ოლქში კი 12 კანდიდატი. რაც შეეხება ხელვაჩაურს, N72-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 14 კანდიდატი;
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში 15 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. აქედან ერთადერთ სუბიექტს, „საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას“ არ ჰყავს წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები არცერთ მაჟორიტარულ ოლქში.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016