აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ წარმომადგენლები აირჩია
10 სექტემბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლები აირჩიეს. კანდიდატები 6 ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა.(განკარგულება N37) ესენია:

ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: ლევან დუაძე, რუსუდან ბერიძე;

ხულოს N84 ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში: ასმათ ბოლქვაძე, შორენა ბოლქვაძე;

ქობულეთის N81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: გიორგი ჩავლეიშვილი;

ხელვაჩაურის N83-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: ნარგიზ ძირკვაძე.

კომისიის წევრებმა კანდიდატები გამოცდილების გათვალისწინებით შეარჩიეს. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლობის მსურველებს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოეთხოვებოდათ, მათ უნდა ჰქონოდათ საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი და არ უნდა ყოფილიყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.

საოლქო სააჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების დასანიშნად უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კონკურსი იყო გამოცხადებული. კონკურსის ფარგლებში განაცხადი, აპარატის საკადრო სამსახურში 15-მა მსურველმა შეიტანა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში, უსკოს წარმომადგენლების ანაზღაურება ერთჯერადად 1000 ლარითაა განსაზღვრული. წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის, კენჭისყრის დღეს შემაჯამებელი ოქმების უსკოსთვის ოპერატიულად მიწოდებას.

უმაღლეს საარჩევნო კომისიას საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშნვის უფლება, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად მიეცა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016