აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა
06 სექტემბერი 2016

6 სექტემბრის სხდომაზე, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მიენიჭათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიანიჭა.
წილისყრით მიენიჭათ ნომრები პოლიტიკურ გაერთიანებებს - „ემსახურე საქართველოს“ და „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“-ს. აღნიშნული პარტია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი დამოუკიდებლად მონაწილეობს. ბლოკში შესულ რიგით პირველ პარტიას („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს მიერ ბლოკისთვის მინიჭებული ნომერი (ნომერი 8) დარჩა, „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“-ს კი უსკომ წილისყრით ნომერი 31 მიანიჭა. რიგით ნომერი 32 მიენიჭა „ემსახურე საქართველოს.“ წილისყრაში პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, უსკოში 20 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. აქედან 9 პოლიტიკური პარტია 4 საარჩევნო ბლოკშია გაერთიანებული, 16 კი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს.
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები:
№1 - საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“;
№3 - საარჩევნო ბლოკი„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“;
№5 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
№6- „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“;
№7 - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“;
№8 - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,
№9 - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“;
№10 - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
№11 - „სახალხო ხელისუფლება“;
№14 - „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის“;
№16 – „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“
№17 - „საქართველო“;
№19 - საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“;
№23 - საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია“;
№25 - „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი“;
№26 - „ეროვნული ფორუმი“;
№27 - „ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“;
№31 - „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“
№32 - „მურმან დუმბაძე - მედეა ვასაძე - ემსახურე საქართველოს“
№41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016