აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა
25 მაისი 2007
25 მაისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომაზე მსჯელობა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ'' ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელიც 2007 წლის 18 აპრილს იქნა მიღებული. შეტანილი ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიმდინარე ხარჯებს უსკოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საარჩევნო კომისია.
 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ'' აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე კომისიამ მიიღო განკარგულება ,,უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ხარჯების დამტკიცების შესახებ''. 
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016