აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა რეგიონულ მედიასთან
21 ივნისი 2016

        უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგიონში არსებული მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. არჩილ მიქელაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. უსკოს თავმჯდომარემ საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელ პირებს აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა შესთავაზა, რაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის მუშაობას უფრო გამჭვირვალეს გახდის. არჩილ მიქელაძემ ჟურნალიტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეტი პოპულარიზაციის მიზნით გასატარებელ სარეკლამო კამპანიაზე. ასევე  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ'' კანონში შესატან ცვლილებებზე.  განიხილეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის თემა.

 შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომლის თანახმადაც მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები საჭიროების შემთხვევაში პერმანენტულ შეხვედრებს გამართავენ, რაც არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

 შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, ტელეკომპანია ,,ტელეარხი 25-ის'', გაზეთების: ,,ბათუმელებისა'' და ,,აჭარის'' რედაქტორები ესწრებოდნენ.

 

 იხილეთ გალერეა 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016