აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა უსკოს წევრებთან
18 ივნისი 2016

     ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვიზიტი აჭარაში გრძელდება. დღეს, 18 ივნისს, თამარ ჟვანია უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამომავლო გეგმების მიმოხილვის შემდეგ შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.  საუბარი შეეხო აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს. თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის 25 წლიან გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ მზად არის, შესაძლებლობის ფარგლებში, უმაღლეს საარჩევნო კომისიას ყველა პრობლემური(ტექნიკური) საკითხის გადაჭრაში დაეხმაროს. კომისიის წევრებმა ცესკოს თავმჯდომარესთან განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა - საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ოლქებში უსკოს წარმომადგენლების დანიშვნის, საარჩევნო დავების შესახებ ერთიანი რეესტრის შექმნისა და კენჭისყრის დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიისათვის შემაჯამებელი ოქმების ოპერატიულად მოწოდების აუცილებლობა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება. 

 იხილეთ გალერეა

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016