აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს და ცესკოს თავმჯდომარეების შეხვედრა
18 ივნისი 2016

  არჩევნების მოახლოებასთან ერთად უმაღლესი საარჩევნო კომისია მუშაობის აქტიურ რეჟიმში გადადის. უსკოს თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე, აპარატის თანამშრომლებთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, კომისიის მდივანს გიორგი ჯავახიშვილს და ცესკოს რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.

შეხვედრაზე 2016 წლის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. საუბარი შეეხო ცესკოსა და უსკოს შორის კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის ოლქებისა და უბნების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვის საკითხებს.
შეხვედრაზე ცენტრალური და ადგილობრივი კომისიების წარმომადგენლებმა, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში სარეკლამო სტრატეგიის სწორად დაგეგმვაზე, ასევე მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიან ურთიერთობაზე ისაუბრეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უსკოს უკვე მიაწოდა აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომელიც 2016 წლის არჩევნებისათვის  შეადგენს 306091-ს .
შეგახსენებთ, საპარლამენტო და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება. შემაჯამებელ ოქმს კი უმაღლესი საარჩევნო კომისია 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016