აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა
12 ივნისი 2016

      11 ივნისს ამოიწურა იმ პოლიტიკური პარტიების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრთა დანიშვნის ვადა, რომელთაც  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ'' კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნისა. ზემოთაღნიშნულის შესაბამისად  კომისიის წევრები დანიშნეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა:

1.,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - მაკა ლომაძე;

2. ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" - ირაკლი გვარამია;

3. მპგ  ,,თავისუფალი დემოკრატები" - შორენა ჭაღალიძე;

4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - კახაბერ ჯაიანი;

5. მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ფიქრია აფაქიძე;

6. პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - მამუკა ჯაში;

7. მპგ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - ნუგზარ ბაჯელიძე.

          ამდენად, 12 ივნისისათვის უმაღლესი საარჩევნო კომისია სრული 13 კაციანი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის წინასაარჩევნო რეჟიმში.

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016