აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკო დოკუმენტბრუნვის მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა
07 თებერვალი 2014

    აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია დოკუმენტბრუნვის მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის ინოვაციური და პროგრესული ელექტრონული პროდუქტი. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით მარტივად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება.  

   უსკოს აპარატმა რამდენიმედღიანი ტრენინგ-პრეზენტაცია  გაიარა აღნიშნულ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით, რამაც საშუალება მისცა თითოეულ თანამშრომელს საფუძვლიანად გაცნობოდა მას.

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016