აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განცხადება
25 დეკემბერი 2012

    როგორც ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ცვლის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს და ითვალისწინებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
    აღნიშნულთან დაკავშირებით, უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განაცხადოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების ახალი წესების შემოღების მიზნით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ისე, რომ მასში არ იქნას ჩართული საარჩევნო პროცესებით დაინტერესებული საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვით საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერ გახდება დადებითი შედეგების საფუძველი  საარჩევნო სისტემის სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნებისათვის.
    ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის წევრებისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პრეცენდენტის დაშვება, იქნება ერთგვარი პრაქტიკის დამკვიდრება, რომლის შედეგადაც საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსის ყოველი მორიგი ცვლილების შემთხვევაში, დადგება საკითხი, კომისიის იმდროისათვის არსებული შემადგენლობისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
    ჩვენ მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ არ უნდა განიხილოს კანონპროექტი დაჩქარებული წესით და უნდა უზრუნველყოს მის განხილვაში, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016