აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია კენჭისყრის დასრულების შესახებ
01 ოქტომბერი 2012

21  საათზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ  გამართა ბრიფინგი, რომელზეც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის დასრულების შესახებ და გააცნო ამომრჩეველთა  აქტივობა 20 საათისათვის.   საქართველოს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  60,12%-მა მიიღო. კერძოდ:  ბათუმი - 80009  - 59,73% ,  ქობულეთი - 34891 –57.54%, შუახევი - 9759 – 64,39%,  ხელვაჩაური - 27771 – 59,60%,  ხულო - 14748 – 60,85%, ქედა -11210  - 71,17%.  სულ -183,338 – 60,12%.

არჩილ მიქელაძემ  აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი სრული გამჭვირვალობის პირობებში და სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016