აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

22 სექტემბრის სხდომის შედეგები
22 სექტემბერი 2012

22  სექტემბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც კომისიამ მიიღო განკარგულებები:  

"ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ";

"ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ";

"უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომრის არჩევნებისათვის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების არჩევისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე";

"საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა ჯგუფის შექმნის შესახებ".

შედეგად უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა, რეგისტრაციაში გაატარა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ,,მოდუს ვივენდი’’, ასევე აირჩია უსკოს წარმომადგენლები და შექმნა საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც დაესწრება ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს.   

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016