აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

21 სექტემბრის სხდომის შედეგები
21 სექტემბერი 2012

21 სექტემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ  რამდენიმე საკითხი განიხილა. კომისიამ იმსჯელა საარჩევნო ბლოკის ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება’’ წარმომადგენლების გურამ სალაძის და ვლადიმერ ხუბულავას საჩივრის შესახებ ,,ბათუმის N-79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 2012 წლის 19 სექტემბრის N-16/2012 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ’’, განიხილა ასევე მათივე საჩივრები ,,ბათუმის N-79-ე საოლქო საარჩევნო  კომისიის 2012 წლის 19 სექტემბრის N-15/2012 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ’’ და ,,N-79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციის გაცემის დავალდებულების შესახებ’’.
ასევე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულებები  ,,საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სადემონსტრაციო და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების შესახებ’’ და ,,საარჩევნო ბიულეტენების ტექსტის დამტკიცების შესახებ’’.



კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016