აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სამუშაო შეხვედრა ხულოსა და შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიებში
13 სექტემბერი 2012

13 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ მანუჩარ გამყრელიძესთან (ცესკოს საარჩევნო ოლქებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი) და ავთანდილ ჩახვაძესთან (უსკოს კომისიის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან) ერთად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში შემავალი საარჩევნო უბნები და საოლქო საარჩევნო კომისიები მოინახულა. ისინი ადგილზე გაეცნენ მათ მუშაობას და შესაბამისი მითითებები მისცეს კომისიის წევრებს. ასევე კომისიის წევრებისგანაც მოისმინეს წინადადებები და მოსაზრებები საარჩევნო უბნების მუშაობის სრულყოფისათვის. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, თუ რამდენად მზად არიან საუბნო საარჩევნო კომისიები 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის და როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობა. საარჩევნო უბნები საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით უკვე აღჭურვილია. ამ ეტაპზე კომისიის წევრებს უტარდებათ ტრენინგები.

14 სექტემბერს ასეთივე ტიპის სამუშაო შეხვედრა ქედისა და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016