აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სამუშაო შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში
02 სექტემბერი 2012

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, 12.00 საათზე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა აჭარის საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეებისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების სამუშაო შეხვედრა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.

შეხვედრაზე ისაუბრეს 2012 წლის 1 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის მიმდინარე საარჩევნო პროცედურებზე და იმსჯელეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარების გეგმებზე, ასევე ტექნიკური კუთხით  ოლქების მოწყობის, უბნების მზადყოფნისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მომზადებისა და სხვადასხვა  ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის შესახებ. შეხვედრაზე აჭარის ოლქის თავმჯდომარეებმა უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიაწოდეს სრული ინფორმაცია ამ დროისათვის ოლქში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.  

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს, რომელიც ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესების უკეთ დაგეგმარებაში დაეხმარება და  ზოგადად ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.  

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016