აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის განცხადება
02 სექტემბერი 2012
        საარჩევნო სუბიექტების საყურადღებოდ გვინდა განვაცხადოთ,  რომ კანონით განსაზღვრული ზოგიერთი თანამდებობის პირის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის სტატუსთან, რის გამოც პარტიულ სიებში რიცხულმა თანამდებობის პირებმა პარტიული სიის წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ თანამდებობიდან გადადგომის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
         აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საკრებულოს წევრებისადმი.  შესაბამისად ის პირები, რომლებიც ირიცხებიან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებად წარმოდგენილ პარტიულ სიებში და ამავდროულად არიან საკრებულოს წევრები, ვალდებულნი არიან პარტიული სიების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა წარმოადგინონ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
          მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, დროულად შეასრულონ კანონის აღნიშნული მოთხოვნა.





კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016