აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია
19 აგვისტო 2012

 

 19 აგვისტოს, 18 საათზე აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ამოიწურა საარჩევნო ბლოკების დარეგისტრირებაზე განცხადების შემოტანის ვადა. საარჩევნო სუბიექტები, კანონით დადგენილი წესით განკარგულებით დაარეგისტრირა უსკოს თავმჯდომარემ. კერძოდ დარეგისტრირებულია  ორი საარჩევნო ბლოკი:

1 . საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენლები: კახაბერ სოფრომაძე და გუგული დუაძე  (განკარგულება N18).  ბლოკის სუბიექტები არიან:

  • პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
  • „საქართველოს კონსერვატიული პარტია“;
  • პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;
  • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;
  • პ/გ „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“;
  • პ/გ „ეროვნული ფორუმი.

2. საარჩევნო ბლოკი გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება’’  და მისი წარმომადგენლებიშაირან დავითიანი და ნაზი მახათაძე. (განკარგულება N20)   ბლოკის სუბიექტები არიან:

  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“;
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“;
  უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით (N19)  უფლებამოსილება შეუწყდათ საარჩევნო ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნებაში'' გაერთიანებულ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს:
,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო'' -კახაბერ სოფრომაძე;
,,საქართველოს კონსერვატიული პარტია'' -თორნიკე მჟავანაძე;
,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს'' -მამუკა კობერიძე;
,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია'' -ზაზა ჩავლეიშვილი;

,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები'' - ზურაბ ნაკაშიძე;
,,ეროვნული ფორუმი'' -ნაზიმ კახაძე.   

  ასევე უფლებამოსილება შეუწყდათ საარჩევნო ბლოკ ,,გიორგი თარგამაძე - ქრისტიანულ-დემოკრატიული გაერთიანება''ში გაერთიანებულ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს:

,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა'' - დავით სამნიძე;

,,საქართველოს ევროპელი დემოკრატები'' - გიორგი გაბუნია და ანი ლომთათიძე.   



    



კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016