აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესის შესახებ
18 აგვისტო 2012




2012 წელს  საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარებისას, ადგილობრივი  და საერთაშორისო დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესი  რეგულირდება  საქართველოს  საარჩევნო კოდექსითა და  კანონით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ:

ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკვირვებას ახორცილებენ ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო.  თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დამკვირვებელი ორგანიზაცია, თუ იგი რეგისტრირებულია ცესკოს მიერ, უსკოში დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს.  ასეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  წარმოადგენენ  შესაბამის განკარგულებას  რეგისტრაციის შესახებ და ნიშნავენ დამკვირვებელს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. უსკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.



კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016