აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პრეს - რელიზი
03 აგვისტო 2012
4 აგვისტოს 18 საათზე წყდება პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ვადა. ამ ეტაპისათვის კომისიის წევრები დანიშნეს შემდეგმა პარტიებმა:

ნაციონალური მოძრაობა - რამაზ ბოლქვაძე,

ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია - ლილე ტეტემაძე,

ლეიბორისტული პარტია - ნანა დავითაძე,


ქრისტიან - დემოკრატიული პარტია - ავთანდილ ჩახვაძე.


5 აგვისტოს 18 საათზე კი წყდება ვადა პოლიტიკური პარტიების მიერ განცხადების შემოტანისა რეგისტრაციისათვის.

დღეს 18 საათისათვის განაცხადები შემოიტანეს:

1. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო"; (თავმჯდომარე - კახა კუკავა, წარმომადგენელი უსკოში - რამინ პაპიძე);

2. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"; (თავმჯდომარე - შალვა ნათელაშვილი. წარმომადგენელი უსკოში - დავით რობაქიძე);

3. "ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა"; (წარმომადგენელი უსკოში - დავით სამნიძე);

4. "ქრისტიან - დემოკრატიული სახალხო პარტია"; (თავმჯდომარე - მამუკა ხიმშიაშვილი. წარმომადგენელი უსკოში - ნუნუ სანიკიძე);

5. "საქართველოს რესპუბლიკური პარტია"; (წარმომადგენელი ზაზა ჩავლეიშვილი);

6. "საქართველოს კონსერვატიურლი პარტია"; (წარმომადგენელი თორნიკე მჟავანაძე);

7. საქართველოს ევროპელი დემოკრატები; (წარმომადგენელი ლევან გაბრიჩიძე).

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად პირველ ოქტომბერს გაიმართება. ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველს, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ორის ნაცვლად ოთხი ბიულეტენი გადაეცემა.

უმაღლესი საბჭოს არსებული 18 დეპუტატის ნაცვლად, წელს 21-ის არჩევა მოხდება. მათგან 6 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული წესით აირჩევა.
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016