აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

განმეორებითი კენჭისყრის შესახებ
15 ნოემბერი 2008
     16 ნოემბრის განმეორებითი კენჭისყრისთვის ხელვაჩაურის 66 და შუახევის 7   საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია. უბნებში ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად დაიწყება დილის 8 საათზე და კანონის შესაბამისად 20 საათამდე გაგრძელდება. 
  ყველა უბანში უკვე შეტანილია საარჩევნო ბიულეტენები. ხელვაჩაურის ყველა უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. გატარებულია ყველა ღონისძიება, რათა  არჩევნებმა ორგანიზაციულად მაღალ დონეზე, სამართლიან და თავისუფალ ატმოსფეროში ჩაიაროს.
   უმაღლესი საარჩევნო კომისია შეეცდება ყველა ინფორმაცია განმეორებითი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ოპერატიულად და დროულად გასცეს. 
    უმაღლესი საარჩევნო კომისია მაქსიმალურად მოკლე დროში შეაჯამებს შედეგებს.  ყველა უბანზე როგორც ხელვაჩაურში ასევე შუახევში, სადაც განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება, დამონტაჟებულია ფაქსის აპარატები, რაც საშუალებას იძლევა შემაჯამებელი ოქმების ასლები უბნებიდან უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დაუყოვნებლივ გადმოიცეს.
    რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს იგი კანონის თანახმად 3 ნოემბრის არჩევნებიდან 18 დღის განმავლობაში გამოცხადდება.
     არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების ერთერთი მნიშვნელოვანი გარანტი დამკვირვებელთა სიმრავლეა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებს უწევდა მონიტორინგს.


კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016