აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

6 ნოემბრის სხდომის შედეგები
07 ნოემბერი 2008
    6 ნოემბერს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში 14 დეკემბრის ხელახალი მაჟორიტარული არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი.(უსკოს განკ. 95) პარტიებმა რეგისტრაციისთვის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართონ 8 ნოემბრის ჩათვლით. (უსკოს დადგ.19)  
    სხდომაზე განისაზღვრა  ასევე ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადები და ფორმები  16 ნოემბრის განმეორებითი კენჭისყრისთვის, (უსკოს დადგ. 20) განისაზღვრა ასევე დაფინანსების გეგმაც (უსკოს განკ.96)  და დამტკიცდა ბიულეტენის ფორმა. (უსკოს განკ. 97)
    უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არ განიხილა დამკვირვებელი ორგანიზაციის ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" გენერალური მდივნის მიხეილ დევდარიანის ადმინისრტაციული საჩივარი შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ საჩივრით ორგანიზაციას უნდა მიემართა სასამართლოსთვის და არა უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის. (უსკოს განკ. 98)
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016