აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

5 ნოემბრის სხდომის შედეგები. უსკომ ბათილად ცნო ხელვჩაურის ოლქის შედეგები
05 ნოემბერი 2008
   უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია  ”სამართლიანი არჩევნებისა” და  კომისიის წევრების დავით რობაქიძისა და ლევან გაბრიჩიძის საჩივარი განიხილა,   რომელშიც მათ უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნების კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევის გამო, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის შედეგების გაუქმება მოითხოვეს.
  კომისიამ მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებები და სარჩელი დააკმაყოფილა. ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის მთელ ტერიტორიაზე გამართული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
  განმეორებითი არჩევნები პროპორციული სისტემით კანონის შესაბამისად ორი კვირის ვადაში დაინიშნება, მაჟორიტარული სისტემით კი ორი თვის ვადაში.
   
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016