აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2024-06-24
სამუშაო შეხვედრა სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებთან
24 ივნისს უმაღლესი საარჩევნო კომისიის, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

2024-06-14
14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მონაწილეობა მიიღო ფორუმში, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”.

2024-06-11
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ბულგარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდნენ
უსკოს წარმომადგენლები 9 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროპარლამენტისა და ბულგარეთის პარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ.

2024-06-04
სამუშაო შეხვედრა უსკოში
უმაღლესი საარჩევნო კომისია აქტიურად განაგრძობს აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარებას.

2024-05-22
უსკომ ლოგოს კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინეს.

2024-03-29
კონკურსი უსკოს ახალი ლოგოს შესაქმნელად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი ლოგოს შესაქმნელად

2024-03-22
სასწავლო ვიზიტი უსკოში
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2024-02-10
ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიურ ეპოქაში
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ,,ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობდნენ.

2023-12-26
სამუშაო შეხვედრა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 23-24 დეკემბერს ცესკოს ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) მხარდაჭერით კახეთის რეგიონში გაიმართა.

2023-12-13
სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლებისათვის
2023 წლის 12-13 დეკემბერს, ბათუმში, უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა თემაზე “ მეტი ქალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში” გაიმართა. ღონისძიებას აჭარის რეგიონში მცხოვრები პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლები ესწრებოდნენ

2023-10-17
ტრენინგი - ,,უსკოს ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების განვითარება'
16-17 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზაციის და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის ტრენინგი გაიმართა. სწავლებაში უსკოს წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

2023-07-03
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, მოლიზეს რეგიონის ადგილობრივ არჩევნებზე
2023 წლის 25-26 ივნისს, იტალიის რესპუბლიკაში, მოლიზეს რეგიონში გამართულ რეგიონალურ არჩევნებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქალაქ კამპობასოში დააკვირდნენ.

2023-06-30
სამუშაო შეხვედრა ,,დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო”
29-30 ივნისს, ბათუმში, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, ევროპის საბჭოსთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” გამართა

2023-06-17
კონფერენცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე
მედიასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „მედიის განვითარება და საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები“ გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ორგანიზებით, ევროპის საბჭოს (CoE) პროგრამის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

2023-06-01
უსკოს თავმჯდომარის ვიზიტი ალბანეთის რესპუბლიკაში
14 მაისს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დააკვირდნენ.

2023-02-13
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი უსკოში
10 თებერვალს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეებმა გახსნეს.

2023-02-08
ღია კარის დღე უსკოში
უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს. 6 თებერვალს უსკომ არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

2022-12-13
სასწავლო-საინფორმაციო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სასწავლო -საინფორმაციო პროექტი „ჩემი პირველი არჩევნები“ განაახლა.

2022-12-11
კონფერენცია ,,შშმ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში’’
10 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო შერატონში გაიმართა.

2022-11-18
განახლებული პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადებული პროექტით ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ უსკომ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრები განაახლა. 18 ნოემბერს უსკოს ტრენერები ბათუმის N4 და N8 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

1/22 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016