აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document


21 სექტემბერი 2026

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით 18–20 სექტემბერს, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მოწვევით ღონისძიებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე მონაწილეობდნენ.
11 სექტემბერი 2026
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორი მანუჩარ გამყრელიძე, უსკოს თავმჯდომარე პაატა კეშელავა და უსკოს წევრები, აგრეთვე აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი ექვსივე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
31 აგვისტო 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მორიგ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტები. სხდომას შემაჯამებელი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ აქტების მიღებით უსკომ კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულა მოქმედი რეგულაციების აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ეტაპობრივი პროცესი.
წარმომადგენლის რეგისტრაცია
დამკვირვებელთა რეგისტრაცია
პრესის აკრედიტაცია
საჩივრების რეესტრი
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016