აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 100 წლის ამომრჩეველს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
01 ოქტომბერი 2026

1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, 100 წლის თამარ გორჯელაძეს ესტუმრნენ და აღნიშნული დღე მიულოცეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე.

შეხვედრისას ქალბატონმა თამარმა არჩევნებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამართულ არჩევნებში, როგორც ამომრჩეველი აქტიურად მონაწილეობდა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თამარ გორჯელაძეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, სამახსოვრო სიგელი გადასცეს.

მას ასევე გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი სიახლეები და ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები. შეხვედრის დასასრულს თამარ გორჯელაძემ სტუმრებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ შეხვედრით გვინდოდა პატივისცემა გამოგვეხატა უფროსი თაობის მიმართ. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და ამომრჩევლებზე ორიენტირებული სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, მათ შორის ხანდაზმული მოქალაქეებისთვის“, — განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ პაატა კეშელავამ.

წარმომადგენლის რეგისტრაცია
დამკვირვებელთა რეგისტრაცია
პრესის აკრედიტაცია
საჩივრების რეესტრი
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016