აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კონკურსი უსკოს ახალი ლოგოს შესაქმნელად
29 მარტი 2024

კონკურსის ზოგადი კრიტერიუმები:
ლოგოს ესკიზის პროექტი შესრულებული უნდა იყოს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით;
ლოგოს კონცეფცია კავშირში უნდა იყოს საარჩევნო თემატიკასთან;
ახალი ლოგო არ უნდა იყოს მიმსგავსებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ლოგოებთან;
მარტივად უნდა თავსდებოდეს დაწესებულების ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე (სავიზიტო ბარათზე, კალამზე, ვებ-გვერდზე და ა.შ.);
მარტივად უნდა შეიძლებოდეს ლოგოს ზომის ცვლილება, მისით მანიპულირება;
ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი, დასამახსოვრებელი, თანამედროვე დიზაინის, მარტივი და უნიკალური;
ლოგო უნდა შეიცავდეს წარწერას - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია;
ლოგოს უნდა ჰქონდეს ორენოვანი წარწერა - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს ვექტორულ ფორმატში, CMYK ან RGB ფერების გამოყენებით.


კონკურსის პირობები:
საკონკურსო ნამუშევრები მსურველებმა უნდა წარმოადგინონ/გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@sec.ge  ან press@sec.ge 
გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური საკონკურსო კომისია;
საკონკურსო კომისია საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით;
კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასება ხორციელდება 10 ბალიანი ქულათა სისტემით, საშუალო არითმეტიკული გამოთვლით. გამარჯვებულად შეიძლება გამოცხადდეს ის ნაშრომი, რომელიც კომისიის მიერ მიიღებს არანაკლებ 7 ბალიან შეფასებას;
კონკურსში გამარჯვებულისათვის გადასაცემი ჯილდო განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით;
კომისია არ გამოავლენს გამარჯვებულს, თუ კომისიის წევრების მიერ ვერ მოხერხდება გამარჯვებული ლოგოს შერჩევა;
ერთი მონაწილის მიერ დასაშვებია არაუმეტეს ხუთი ნამუშევრის წარმოდგენა;
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია უსკოს თანამშრომლებს;
კონკურსი ტარდება ერთ ტურად.


საავტორო უფლებები:
გამარჯვებული ლოგოს პროექტი გადადის უსკოს საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.
გამარჯვებულ ლოგოზე უსკოს უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება.


კონკურსის ჩატარების ვადები:
კონკურსის გამოცხადება -2024 წლის 1 აპრილი;
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 25 აპრილი;
გამარჯვებულის გამოვლენა - 2024 წლის 25 მაისამდე.

კონკურსი და მისი შედეგები გამოცხადდება უსკოს ოფიციალურ ვებ- გვერდზე: www.sec.ge 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 571049.

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016