აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ტრენინგი შუახევის რაიონის საჯარო სკოლებისათვის
04 ოქტომბერი 2019

ტრენინგი შუახევის რაიონის საჯარო სკოლებისათვის

3 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ შუახევის რაიონის სკოლებში განხორციელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ დაბა შუახევის, სოფელ ხიჭაურისა და სოფელ ჭვანის საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს ესაუბრნენ არჩევნების სახეებისა და საქართველოს არჩევითი ორგანოების შესახებ, საარჩევნო პრინციპების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ერთი ხმის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.
პროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016